დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
** ზარების მონიტორინგი;
** შემოსული დავალებების მიმაგრება და შესრულება;
** ზარის მეშვეობით ტექნიკური პრობლემის მოგვარება;
** ფილიალში ხარვეზის შემთხვევაში გასვლა და პრობლემის აღმოფხვრა;
** კომპიუტერული ტექნიკის გამზადება (როგორც ტექნიკურად ასევე პროგრამულად).
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|