Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659799&print=yes&view=jobs
 
ესპანური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ესპანური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ლილე
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"კერძო სკოლა ლილე" აცხადებს ვაკანსიას ესპანური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ძირითადი ინფორმაცია:

** საათობრივი დატვირთვა კვირაში: 8-10 საათი.
** სამუშაო დღეები: კვირაში ორი დღე.
** მის: მუხიანი, დუმბაძის გამზირი N 33

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და ინდიკატორების შესაბამისი სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** წლიური სამოქმედო გეგმისა და კურიკულუმების შედგენა
** გაკვეთილების დაგეგმვა, ჩატარება და საგაკვეთილო პროცესის მართვა;
** მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობაზე ზრუნვა;
** სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სემესტრულად მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მომზადება;
** ელექტრონულ ჟურნალში ყოველდღიური მუშაობა;
** დავალებებისა და პრეზენტაციების ატვირთვა;
** გაცდენების აღრიცხვა;
** განმავითარებელი კომენტარების დაფიქსირება;
** სასკოლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;
** არაფორმალური განათლების მიზნით, აქტივობების განხორციელება;

კონკურსის ეტაპები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@lile.edu.ge. თემაში მიუთითეთ ესპანური ენის მასწავლებლის ვაკანსია.

სკოლა ლილე გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია