Робота для біженців з України
მასტერ ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასტერ ბარისტა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"Coffee Shop"-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მასტერ ბარისტა

თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 6 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8-საათიანი სამუშაო განაკვეთი
სამუშაო საათები: 10:00-19:00, 13:00-23:00 (მცოცავი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (გამოცდილება აუცილებელია ცვლის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციებზე)

მასტერ ბარისტას ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** თანამშრომელთა კონტროლი, გრაფიკების გაწერა;
** შეკვეთების განხორციელება და დისტრიბუციის მიღება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
სენდვიჩების აწყობა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** აქტიური;
** პოზიტიური;
** ყურადღებიანი;
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

** ორი სახის ბონუსს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"კოფისტა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე