დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
|
ჩვენ ვართ "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მოლარე-ოპერატორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** გაყიდვების ბუღალტრული აღრიცხვა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი და უშეცდომო წარმოება;
** სალაროს წარმოება, შემოსავლისა და გასავლის ყოველდღიური;
** ფულის მიღება და გაცემა ფიზიკურ პირებზე;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
** ინვოისების მომზადება და გადახდის დოკუმენტებისთვის კოდების მინიჭება;
** ფულადი გასავლების/შენატანების პროგრამულად აღრიცხვა;
** საბანკო გადარიცხვების, ნაღდი ფულის ტრანზაქციების მართვა;
** საინკასაციო თანხების ზუსტი აღრიცხვა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება;
** ბუღალტრული ინფორმაციის პროგრამული ასახვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია სალაროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|