Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659714&print=yes&view=jobs
 
მეყალიბე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეყალიბე
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მეყალიბეს პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წყვილ ყალიბყუთში მოდელების დაყალიბება;
** მოდელების დაყალიბება ნიადაგში;
** უყალიბყუთო ფორმების დამზადება;
** მოსახსნელ ნაწილებიან მოდელებთან მუშაობა;
** მარტივი სირთულის ფორმების აწყობა;
** კოპებისა და მაცივრების დაყენება ყალიბში;
** საშუალო სირთულის ყალიბების დამზადება მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეყალიბესთან ერთად;
** ფორმების შეღებვა და დამაგრება;
** იარაღების მომზადება ხელით დაყალიბებისთვის;
** ტვირთის ჩაბმა უსაფრთხოების წესების დაცვით;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია, არა სავალდებულო)

შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

იცოდეს ან მზად იყოს შეისწავლოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

** საყალიბე ნარევების ტიპები და მათი მომზადების ძირითადი წესები;
** მოდელების მომზადებისა და შემოწმების პროცესი;
** სასხმო სისტემის ელემენტების დანიშნულება;
** ფორმების შრობისა და დაჭერის ძირითადი წესები;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი
** პროფესიული ზრდისაკენ სწრაფვა
** სიზუსტე და ხარისხზე ორიენტირებულობა

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მეყალიბე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია