დასახელება:
ამწყობი-ზეინკალი
|
მომწოდებელი:
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას
ამწყობი-ზეინკლის პოზიციაზე
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მექანიკური კვანძებისა და მექანიზმების აწყობა ნახაზების ან მითითებების მიხედვით;
** დეტალების მორგება და რეგულირება (შესაძლებლობის ფარგლებში);
** ნახვრეტების ბურღვა კონდუქტორით ან მონიშვნის მიხედვით (საბურღი, პნევმატური და ელექტრული ხელსაწყოებით);
** შიდა და გარე ხრახნების მოჭრა შესაბამისი ხელსაწყოებით;
** წნელოვანი და ფურცლოვანი მასალის ჭრა ხერხუნით ან ხელის მაკრატლით;
** დეტალებისა და კვანძების შეერთება წებოთი, ჭანჭიკებით ან ცივად დამოქლონებით;
** აწყობილი ნაწილების სტენდური გამოცდა;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
შენიშვნა: დამწყებ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე დაეუფლონ საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
სასურველია:
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ძირითადი ინსტრუმენტებისა და მასალების ცოდნა;
** უსაფრთხოების წესების დაცვის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა.
შენიშვნა:
** დამწყებთათვის - ტექნიკური უნარების პრაქტიკული სწავლის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია ადგილზე.
უნარ-ჩვევები:
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიზუსტე და ოპერატიულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ 2025 წლის 22 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@delta.gov.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ამწყობი-ზეინკალი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
|
|
|
|