დასახელება:
კონტენტ კრეატორი/მარკეტერი
|
მომწოდებელი:
MadMoa
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"MadMoa" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის/მარკეტერის (Content Creator/Marketer) პოზიციაზე ვიდეო თამაშების მიმართულებით.
კომპანიის შესახებ:
"MadMoa" არის თბილისში დაფუძნებული ვიდეო თამაშების სტუდია, რომელსაც აქვს 5+ წლის გამოცდილება საერთაშორისო პროექტებზე მუშაობაში. ამჟამად ქმნის საკუთარ IP-ს - 2D მეტროიდვანია თამაშს Dumbriel-ს, რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა.
სამუშაო ადგილი: თბილისის ტექნოპარკი, მთაწმინდა, ინოვაციების ქუჩა #7
სამუშაოს ტიპი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თამაშის და გეიმდეველოპმენტის პროცესზე დაფუძნებული კონტენტ-სტრატეგიის მომზადება (YouTube, Reddit, TikTok, Instagram, X, Facebook, Twitch);
** Steam Wishlist-ების გაზრდა;
** ვიდეოებისა და მოკლე ფორმატის კონტენტის (Reels/Shorts/TikTok) დაგეგმვა, სცენარის დაწერა, გადაღება და მონტაჟი;
** ვიდეობზე ტიტრების, ქეფშენების, თამბნეილების და ქავერების მომზადება;
** ბრენდის ტონის დაცვა და ერთიანი ვიზუალური/ვერბალური სტანდარტის შენარჩუნება;
** ქომიუნითის გაზრდა/მართვა;
** მარკეტინგის, გეიმდიზაინისა და არტ-გუნდთან კოლაბორაცია;
მოთხოვნები:
** ვიდეო თამაშების სიყვარული და ინდუსტრიის ძირითადი ტრენდების ცოდნა;
** ქართული და ინგლისურენოვანი კონტენტის გადაღება + მონტაჟი;
** კამერასთან მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება:
** თამაშებისთვის კონტენტზე მუშაობის გამოცდილებას (მაგ: Devlog, Trailer, Gameplay Showcase);
** Reels/TikTok/Shorts ტრენდების ცოდნა.
** Steam პლატფორმის ცოდნა.
MadMoa გთავაზობთ:
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + ბონუსი KPI-ებზე;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
** შემოქმედებით გარემოს, სადაც შენი იდეები სწრაფად ხვდება ეკრანზე;
** ზრდისა და სწავლების შესაძლებლობებს (მენტორინგი/კონფერენციები);
აპლიკაციის წარდგენა:
გამოგვიგზავნეთ CV + პორტფოლიო/ლინკები და მოკლე ტექსტი, რატომ ფიქრობთ რომ საინტერესო იქნება MadMoa-ში მუშაობა. თემის ველში მიუთითეთ: "Content Creator/Marketer - თქვენი სახელი/გვარი".
info@madmoa.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|