დასახელება:
დეველოპერული პროექტების გაყიდვების ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Keystone Development
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
კომპანია "ქისთოუნ დეველოპმენტი"- გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტების გაყიდვების ასისტენტს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის;
** კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში;
** სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით;
** გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ციფრებთან მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + დაზღვევა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ქისთოუნ დეველოპმენტ"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|