დასახელება:
სერვის ცენტრის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვინტო
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"ვინტო" - ავტომომსახურეობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 10 სერვისცენტრით ვარათ წარმოდგენილი. "ვინტო" მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო პროდუქციისა და ავტომომსახურების სრულ სპექტრს - ახლოს, სწრაფად და მარტივად.
"ვინტო" ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანიაა. სწორედ ჯგუფის სიძლიერე და პროფესიონალიზმია "ვინტო"-ს მყარი საძირკველი.
Winto აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისის, ბელიაშვილის 125 ფილიალში.
ანაზღაურება: ფიქსირებულს+ბონუსი (1800-2500)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომსახურების ცენტრის კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის მომსახურება;
** გაყიდვების გეგმის მუდმივი მონიტორინგი
** ობიექტზე პროდუქციის თაროებზე ოპტიმალურად განლაგების უზრუნველყოფა
** კადრების-ტექნიკოსების პროფეზიონალიზმის და კომპეტენტურობის კონტროლი
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების/მოსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების ცენტრში პრობლემის დადგომის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ფლობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: v.gachechiladze@winto.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "სერვის ცენტრის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|