დასახელება:
მთავარი ბუღალტრის მოადგილე
|
მომწოდებელი:
ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე ჩვენი პარტიონი წარმოებისთვის.
ძირითადი პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისიდან 40 წთ-ის სავალზე
** ტრანსპორტირება კომპანიის შატლით, ან საწვავის უზრუნველყოფა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 6000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია - წარმოებაში შესაბამისი ფუნქციებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება შესაბამისი პროფილით
** საბუღალტრო კურსების გავლა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამები კარგ სამომხმარებლო დონეზე
** ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ექსელის ცოდნა მაღალ დონეზე
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (კითხვის დონეზე)
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდული და რეალიზებული პროდუქციისა და მომსახურების აღრიცხვა როგორც სისტემაში, ასევე rs.ge-ზე;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშგება და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების აღრიცხვა სისტემაში;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ასევე მათი რემონტების და ამორტიზაციის აღრიცხვა და კონტროლი;
** საწყობებში მარაგების შემოსავლებისა და ხარჯვის მიზნობრივი აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომლების ხელფასებისა და პრემიების ანგარიში სპეციალური სახელფასო პროგრამით (სანარდო სისტემით/ შრომითი ხელშეკრულებებით)
** ფიზიკური პირების მომსახურების ანგარიში და აღრიცხვა;
** მივლინების ხარჯების ანგარიში-აღრიცხვა;
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა სათანადო დოკუმენტაციის მიხედვით;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** წარმოებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ყოველთვიურად აღრიცხვას;
** კონტროლი ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებზე და ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციაზე;
** განაცხადების მიღება მიმდინარეობს 3 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
** პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|