Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659588&print=yes&view=jobs
 
მზარეულის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი - სუ შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - მზარეულის საქმიანობის ხელშეწყობა / დახმარება.

ძირითადი ფუნქციები:

** სამზარეულოს საქმიანობის ხელშეწყობა მოქმედი რეგულაციების და ნორმების დაცვით;
** სამზარეულოს სექციებში დახმარების გაწევა;
** ნახევარ ფაბრიკატების მომზადება;
** პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** სუ შეფის / მზარეულ (ებ)ის დავალებების შესრულება საქმიანობის სფეროს ფარგლებში;
** მზარეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება და შესაბამისი წესების დაცვით მუშაობა;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@badagonihospitality.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია