Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659529&print=yes&view=jobs
 
უმცროსი საოპერაციო და შესაბამისობის რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი საოპერაციო და შესაბამისობის რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შემოუერთდი TNET-ის საოპერაციო რისკების გუნდს უმცროს საოპერაციო და შესაბამისობის რისკების მენეჯერის პოზიციაზე.

www.tnet.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

შენი როლი "თინეთში":

** რისკების ჩარჩოების კომპანიაში დანერგვა, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** პროდუქტის და პროცესის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი;
** ბიზნესისთვის საოპერაციო რისკების მიტიგაციასთან დაკავშირებული ექსპერტული რჩევების მიწოდება;
** ინდივიდუალური შემთხვევების საოპერაციო რისკების შეფასება და საოპერაციო ინციდენტების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბიზნეს ერთეულების საოპერაციო რისკების მონიტორინგი და კონტროლი;
** რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის აღრიცხვა და წარმოება;
** რისკების ინციდენტების რეპორტინგი;
** რისკების ცნობადობისა და კულტურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
** პროცესების რისკების შეფასება, როგორც დისტანციური კონტროლების გამოყენებით ასევე პროცესების ადგილზე დაკვირვებით და მონიტორინგით;
** შიდა კონტროლის გამოვლენილ ხარვეზებზე და რისკების მიტიგაციის ღონისძიებების შესრულებაზე ანგარიშების მომზადება;
** შიდა კონტროლის რეკომენდაციების აღრიცხვა და შესრულების მონიტორინგი.
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, იურიდიული ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება კონტროლში, საოპერაციო რისკებში ან ფინანსური ორგანიზაციის ოპერაციებში;
** MS Excel-ის ცოდნა;
** პროცესების, რისკისა და კონტროლის დიზაინის კონცეფციების ცოდნა და პროცესების შეფასების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

"თინეთში" დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge;
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია