Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659515&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Golden Way Logistics
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"Golden Way Logistics" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გაკოს ტერმინალი (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)
სამუშაოს დაწყება: დაუყოვნებლივ

ლოჯისტიკური კომპანია ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს საწყობში სამუშაოდ დღისა და საღამოს ცვლებში.

დილის ცვლა: დილის 9 სთ-დან საღამოს 6 სთ-მდე
საღამოს ცვლა: საღამოს 6 სთ-დან ღამის 3 სთ-მდე (ღამის საათებში კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)

ანაზღაურება:

** დილის ცვლა: 1600 ₾
** საღამოს ცვლა 1800 ₾

ძირითადი მოვალეობები:

** სატვირთო ავტომობილის დატვირთვა/დაცლა;
** ტომრების მოხსნა აპარატიდან და შესაბამის ადგილას გადატანა;
** სორტირების აპარატთან მუშაობა — ამანათების უბნების მიხედვით გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური გამძლეობა და მოქნილობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სისწრაფე და მოწესრიგებული მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
** პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
hrgoldenwaylogistic@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია