დასახელება:
მითერი
|
მომწოდებელი:
პსპ დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მიღებული, გადაცემული და გამავალი დოკუმენტაციის აღრიცხვა/დახარისხება; უნიკალური ნომრის მინიჭება როგორც გამავალ, ასევე შემომავალ წერილებზე;
** შემოსული ანაზღაურების დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომზადება და გადაცემა შესაბამისი განყოფილებისთვის;
** ფოსტისთვის და შიდა კურიერისთვის გადასაცემი დოკუმენტების ყოველდღიური აღრიცხვა პრიორიტეტების მიხედვით და ჩაბარების კონტროლი;
** მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსულ პირებთან ან/და დაზღვეულებთან კომუნიკაცია და შესაბამის თანამშრომელთან შეხვედრის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** დაზღვევასთან დაკავშირებულ ზოგად შეკითხვებზე, კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო სივრცის წესრიგსა და იერსახეზე მუდმივი ზრუნვა;
** შვებულების პერიოდში ადმინისტრაციული მენეჯერის შეცვლა,
** ადმინისტრაციული მენეჯერის მითითებით, სტუმრების მიღება/გაცილება და მათი შესაბამის შეხვედრების ოთახში განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook);
** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პიროვნული უნარები:
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი;
** სწრაფად ადაპტირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ სამსახურს წამყვან კომპანიაში.
სამუშაო ადგილი: წერეთლის 138, მედკაპიტალის შენობა, მე-5 სართული;
სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო საათები 9:30-დან 18:30-მდე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|