დასახელება:
წარმოების მეკუპაჟე
|
მომწოდებელი:
კამპა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მეკუპაჟის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოებელი პროდუქტის რეცეპტის მიხედვით მომზადება;
** საჭირო ნედლეულის საწყობიდან მიღება-მითვლა. პროცესის დასრულების შემდეგ საწყობისთვის მითვლა-გადაცემა;
** ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** წარმოებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ელექტრო დამტვირთველის მართვა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge
ან ტელეფონზე: 595 31 00 36. სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|