დასახელება:
სავაჭრო აგენტი
|
მომწოდებელი:
გაგრა პლუსი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"გაგრა პლუსი" - ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოს ბაზარზე აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.
აღწერა:
** მისამართი: ქ. თბილისი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** საკუთარი ავტომობილი B კატეგორია.
** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** საჭიროა ქონებრივი უზრუნველყოფა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პასუხისმგებლობიანი.
** შრომისმოყვარე.
** გუნდურად მომუშავე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: ZURA.KAPANADZE@gplus.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სავაჭრო აგენტი სათაურის ველში (Subject).
გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|