Робота для біженців з України
რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი - მეარმატურე, მეყალიბე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი - მეარმატურე, მეყალიბე
მომწოდებელი: ანკო
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ANKO" აცხადებს ვაკანსიას რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებლის (მეარმატურე, მეყალიბე) პოზიციაზე.

შპს "ANKO" წარმოადგენს სამშენებლო და უძრავი ქონების განვითარების კომპანიას, რომელსაც განხორციელებული აქვს 5-ზე მეტი წარმატებული პროექტი და აშენებული აქვს 60, 000 კვადრატულ მეტრზე მეტი საცხოვრებელი ფართი. კომპანიას ამჟამად აქვს ოთხი მიმდინარე სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტი და ეძებს რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელს (მეარმატურე, მეყალიბე) ქალაქ თბილისში მრავალბინიანი საცხოვრებელი ობიექტის მშენებლობის პროცესის სამართავად.

მისამართი: თბილისი, ქინძმარაულის მეორე შესახვევი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოედნის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა
** ტვირთის მიღება, დაცლა და ამწესთან მუშაობა
** არმატურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოება
** რკინა-ბეტონის მონოლითური კონსტრუქციის ყალიბებთან მუშაობა
** სამშენებლო ინვენტარის მოვლა-შენახვა
** სამშენებლო გუნდის დამხმარეებისთვის სამუშაოს განაწილება და დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ნახაზების ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო დისციპლინა
** გუნდურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე (გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი"): hr@anko.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე