Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659453&print=yes&view=jobs
 
კლიენტებთან ურთიერთობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის ოპერატორი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და ტაქსის მძღოლების ჩარიცხვების ინოვაციური სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია (ზარები, შეხვედრები, პრეზენტაციები);
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათი ეფექტური კოორდინაცია კომპანიის შიდა გუნდებთან;
** კლიენტებისთვის სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების გაცნობა;
** უკუკავშირის შეგროვება და პრობლემების დროული მოგვარება;
** კლიენტის პროცედურებისა და პროდუქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერა;
** კლიენტის სრული გამოცდილების გაუმჯობესების პროცესების მონიტორინგი;
** კლიენტებთან ურთიერთობის პროცესების დოკუმენტირება და რეგულარული რეპორტინგი;
** დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება არსებულ კლიენტებს (cross-sell / upsell);
** კლიენტის საჭიროებებზე დაყრდნობით ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება სტრატეგიის გასაუმჯობესებლად;
** კლიენტების ბაზის ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** შედეგების მონიტორინგი და მონაცემების საფუძველზე განვითარების რეკომენდაციების მომზადება;
** კომპანიის მიერ გადაღებულ მარკეტინგულ ვიდეო-რგოლებში მონაწილეობა.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

შემოუერთდი "BM Capital"-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@bmcapital.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია