Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659448&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მრჩეველი - ბათუმი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მრჩეველი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმსა და რუსთავში გაყიდვების მრჩევლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი ჭავჭავაძის N21/ ქ. რუსთავი ჟ.შარტავას N2 გ
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ცვლების მიხედვით, ჯამში 40 საათი); (10:00-16:00 ; 14:00-20:00)
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 950 ლარი + ბონუსი გაყიდული პროდუქციიდან;

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
** გაყიდული პროდუქციის ადგილზე დეტალურად შემოწმება და შეფუთვა;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** გაყიდვების გაუმჯობესებასა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის სტენდებზე განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი ან უმაღლესი განათლება (შესაძლებელია არასრული უმაღლესი/სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტექნიკის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოტივირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mateks.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია