დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ დიასახლისს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ოფისის და ვერანდის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოფისში სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
** ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო, მ.თამარაშვილის 13ი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|