"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის თანამდებობაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს დანადგარების, გამწოვების წმენდვა.
ძირითადი ფუნქციები:
** დანადგარებთან, გამწოვებთან მუშაობის შიდა წესების დაცვა;
** დანადგარების, გამწოვების რეცხვა და მოწესრიგება;
** წმენდისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო საშუალებების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც აფერხებს სამუშაო პროცესებს;
** საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
** შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარები:
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: Hr@badagonishospotality.com.
|