Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659375&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი / მმართველი პარტნიორი
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი მიზანი: მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია რესტორნის ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, გაყიდვების სტიმულირეაზე და ახალი სტუმრების მოზიდვაზე. იგი მართავს მარკეტინგულ კამპანიებს, სოციალურ ქსელებს, პარტნიორულ პროექტებს და სტუმრების ჩართულობის სტრატეგიებს.

მარკეტინგის მენეჯერის სამსახურებრივი მოვალეობა (Job Description):

** კომპანიის კონცეფციის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სამოქმედო გეგმის შედგენა, განხორციელების უზრუნველყოფა, საჭიროებისას ცვლილებების განხორციელების ინიცირება;
** კომპანიის სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ინოვაციების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება შედეგების გაუმჯობესების მიზნით;
** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** საკომუნიკაციო კონტენტის შექმნა, სოციალურ მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის განთავსების უზრუნველყოფა;
** KIP-ების ანალიზი (გაყიდვების ზრდა, სოციალური ქსელების ჩართულობა, სტუმრის მოზიდვა)
** სოციალური ქსელების და ვებ გვერდის მონიტორინგი;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და აღიარების ზრდა;
** ბეჭდვითი და სხვა ვიზუალური სარეკლამო მასალების დამზადების ორგანიზება;
** საჭიროებისას, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობის/პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
** სტუმრის კმაყოფილების კვლევა და შედეგების ანალიზი. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ინფორმაციის მმართველი მენეჯერისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაზაირება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის კვლევების უზრუნველყოფა;
** კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული ანალიზი;
** ბაზრის ანალიზი და ტენდენციების მუდმივი კვლევა;
** მარკეტინგული პროექტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება, მათ შორის გაყიდვების ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება; შედეგების ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენა და მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი;
** გარკვეული პერიოდულობით (ყოველკვირეული, ყოველთვიური) ან საჭიროების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის და შედეგების შესახებ რეპორტების წარმოება;
** მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება
** გუნდში ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.

კვალიფიკაცია:

** გამოცდილება: მინიმუმ 2-3 წელი მარკეტინგის ან PR-ის მართვაში, სასურველია სტუმარმასპინძლობის (hospitality) სექტორში
** ენის ცოდნა: ქართული (გრამატიკის იდეალური ცოდნა), ინგლისური, რუსული
** ანალიტიკური აზროვნება: მონაცემების ანალიზის და მარკეტინგული ეფექტურობის გაზომვის უნარი
** პროგრამები: Xlcel-ის, MS Office-ის, PDF-ის, PPTX-ის ცოდნა;
** სოციალური მედიის მენეჯმენტი, რეკლამის მართვა (Meta ads, google ads), გაყიდვების სტიმულირება

უნარები:

** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** ამოცანების დასახვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: Hr@badagonishospotality.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია