Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659370&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბკ ჰოლდინგ
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"ბკ ჰოლდინგი" აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი კონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".

"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** სესხთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** ხელფასების და მასთან გათანაბრებული განაცემების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში
** დებიტორ/კრედიტორებთან ბუღალტრული შედარება
** მთ. ბუღალტრის დავალებით სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაში მონაწილეობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
** ბუღალტრულ პროგრამა Sap Business One-ში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@bkholding.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, არაუგვიანეს 31 აგვისტოს.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია