Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659367&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგული ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგული ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მარკეტინგული ოპერაციების მენეჯერს პარტნიორი Startup კომპანიებისთვის - Bitanica და Fastoo.

"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კრიპტო ბირჟას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.

Fastoo (New Payment System) არის ინოვაციური გადახდების მომსახურების მომწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტურ გადახდების გადაწყვეტილებებს ბიზნესებისთვის საქართველოში და ევროპაში. კომპანიის მიზანია მერჩანტებისთვის მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურების შეთავაზება.

სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ვალდებულებები:

მარკეტინგული ოპერაციების მართვა:

** მარკეტინგული პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია ეფექტურობის გაზრდისთვის;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგის მხარდაჭერა;
** მარკეტინგული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ვიზუალიზაცია ბიზნეს გადაწყვეტილებების გასამყარებლად;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** კამპანიების სისწორის შემოწმება და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის მიზნებთან.

სააგენტოების ზედამხედველობა და ციფრული სტრატეგიის მენეჯმენტი:

** გარე სააგენტოების მიერ შემუშავებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების აღსრულების ზედამხედველობა და მართვა.

კონტენტი და სოციალური მედიის კოორდინაცია:

** სააგენტოების მიერ კონტენტის შექმნის პროცესის და ქომუნითის მშენებლობის სტრატეგიების ზედამხედველობა.

შესრულებული სამუშაოების ანალიზი და სტრატეგიის კორექტირება:

** ანალიტიკის გამოყენება ციფრული მარკეტინგისა და პარტნიორობის ძალისხმევის გავლენის შესაფასებლად. საფუძველზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება სტრატეგიების დახვეწისა და KPI-ების მისაღწევად.

ფუნქციური გუნდის ინტეგრაცია:

** Bitanica-ს სხვადასხვა გუნდებთან სწორი და დროული კოლაბორაციის უზრუნველყოფა, ბრენდის საერთო მესიჯების სწორი მიწოდებისა და პროექტების ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად.

ტრენდების პროგნოზირება და სტრატეგიული ადაპტაცია:

** ციფრული მარკეტინგისა და განვითარებადი ტენდენციების მონიტორინგი, სტრატეგიების ადაპტირება ბიტანიკას, როგორც ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად კრიპტობირჟის ბაზარზე.

პარტნიორობის განვითარება (B2B):

** პოტენციური ბიზნეს პარტნიორების იდენტიფიცირება და ჩართვა, რელევანტური ქომუნითების მოკვლევა და მომგებიანი შეთანხმებების მოლაპარაკება. პარტნიორობის ფორმირებასა და შენარჩუნებაზე ზედამხედველობა.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული ოპერაციების მართვაში; კრიპტო ბლოკჩეინ ან ფინტექ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** მარკეტინგული ანალიტიკის პლატფორმების ცოდნა
** კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Bitcoin, Ethereum, DeFi, NFT, Web3 და სხვ.);
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრატეგიული და კრეატიული აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მძლავრი პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი - როგორც წერითი ასევე ვერბალური;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგული ოპერაციების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია