დასახელება:
უფროსი მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
ალფა პეტი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"ალფა პეტი" საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმების წარმოებაში.
კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://Alfa-pet.com
"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი ფუნქციები:
** სათადარიგო ნაწილების საწყობის კონტროლი, მონაცემების პროგრამა Balance-ში აღრიცხვა. სათადარიგო ნაწილების მიღება, გაცემა და ჩამოწერა.
** მექანიკური სამსახურისთვის სათადარიგო ნაწილების შესაკვეთად ელექტრონული განაცხადების მომზადება.
** ძირითადი და დამხმარე დანადგარების ტექნიკური მომსახურების დოკუმენტაციის წარმოება, ზეთისა და სილიკოგელის შეცვლის გრაფიკების შედგენა, რემონტების აღრიცხვა.
** მექანიკური სამუშაოების შესრულება, ფორმატების შეცვლა, დანადგარების ტექნიკური დათვალიერება და შეკეთება.
** ფორმების მდგომარეობის კონტროლი, მექანიკოსებისთვის, ფორმების გაწმენდისა და მომსახურების ჩატარებაზე, მითითებების გაცემა. ფორმების მომსახურების შესრულების კონტროლი და პროცესში უშუალო მონაწილეობა.
სამუშაო დრო:
** ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
** შაბათი: 09:00სთ-დან 14:00სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული, ან უმაღლესი ტექნიკური განათლება მექანიკის, მექანიკური ინჟინერიის ან შესაბამის დარგში.
მუშაობის გამოცდილება:
** მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მექანიკურ სამსახურში.
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება ინდუსტრიული დანადგარების ექსპლუატაციაში, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაში.
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული ცოდნა და უნარები:
** მექანიკური, ჰიდრავლიკური და პნევმატიკური სისტემების სიღრმისეული ცოდნა.
** ტექნიკური ნახაზების, სქემების და ინსტრუქციების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
** დანადგარების გადაწყობის, ტექნიკური დათვალიერებისა და შეკეთების პრაქტიკული გამოცდილება.
** საწარმოო ფორმების მოვლა-შენახვის, გაწმენდისა და რეგულარული მომსახურების პროცესების ცოდნა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
ტექნოლოგიური უნარები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Office, Balance, ან სხვა ERP სისტემები).
** ელექტრონული განაცხადების და საწყობის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდის მართვის, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სწრაფად რეაგირების უნარი საგანგებო ან ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში.
** ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად გადაჭრის უნარი.
ენობრივი უნარები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (დოკუმენტაციასთან და საერთაშორისო მწარმოებლებთან მუშაობისას).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი მექანიკოსი.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
|
|
|
|