Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659350&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ვულე-ვუ
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
კონსულტანტი/მოლარე-კონსულტანტი - ჩვენი კომპანიის სახეა. სწორედ კონსულტანტების შესრულებული სამუშაოს ხარისხზეა დამოკიდებული როგორც მათი, ასევე მთელი კომპანიის წარმატება. ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობად გამოვარჩევთ უნიკალურ დიზაინს, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ფასდაკლებების მოქნილ სისტემას, განსაკუთრებულ შემოთავაზებებსა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენს მაღაზიებში კონსულტანტების კომპეტენციას, პროფესიონალიზმსა და თავაზიანობას!

მოთხოვნები:

** განიხილება ნებისმიერი აპლიკაცია - როგორც ქალბატონებისგან, ასევე მამაკაცებისგან
** შრომისუნარიანობის მაღალი დონე
** ენერგიულობა, თავაზიანობა, სანდოობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კონტაქტის დამყარების უნარი ნებისმიერ მომხმარებელთან
** კარგი მახსოვრობის უნარი
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** სასურველია უცხო ენის ცოდნა

ვალდებულებები:

** მომხმარებლისთვის წარმოდგენილი ასორტიმენტის შესახებ კონსულტაციის გაწევა
** პარფიუმერიისა და კოსმეტიკის გაყიდვა
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** პროდუქციის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით განთავსება
** სამუშაო გარემოში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნვა

სამუშაო პირობები:

** კანონმდებლობის შესაბამისი კონტრაქტის შეთავაზება
** მოქნილი სამუშაო განრიგი
** საინტერესო და პრესტიჟული სამსახური მეგობრულ კოლექტივში
** კარიერული ზრდის გამორჩეული პროგრამა
** ექსკლუზიური შეთავაზებები ვიზაჟის მცოდნე კანდიდატებისთვის
** ანაზღაურებადი შვებულება

ადგილმდებარეობა: თბილისი
საშუალო ხელფასი: 1000 ლარი
სამუშაო საათები: 1 ცვლა 10:00-დან 17:00 საათამდე და მეორე ცვლა 14:00-დან 21:00 საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 31 აგვისტომდე.

გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@voulez-vous.ge. გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია