Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659328&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტებისთვის
მომწოდებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტებისთვის.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო
სტაჟირების ვადა: 6 თვე (სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:

** სასამართლო წარმომადგენლობა მენტორ ადვოკატთან ერთად.
** სარჩელების და შესაგებლების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
** წარმომადგენლობა სასამართლოში ან/და კერძო აღმასრულებელთან/აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (განცხადებების, მორიგებების და ა.შ).
** ხელშეკრულებების და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტების დამზადება და ანალიზი.
** კორპორატიული იურისტის მხარდაჭერა.
** სხვადასხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია).
** მოტივირებული და ენერგიული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია