დასახელება:
სპეცტექნიკის ინჟინერ-ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკის ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მძიმე, სამშენებლო და სპეცტექნიკის ელექტრობის დიაგნოსტირება;
** ელექტროდიაგნოსტირების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება;
** ავტომობილის ელექტრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის შემკეთებელი სამუშაოს გაწევა ავტომობილის გასამართად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** კომპანის შიდა ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების ცოდნა;
** მსგავსი პოზიციის გამოცდილების სტაჟის ქონა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|