დასახელება:
მსუბუქი სპეცტექნიკის ნაწილების იმპორტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი სპეცტექნიკის ნაწილების იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმის მიხედვით განსაზღვრული შესყიდვების და ბიუჯეტის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** სერვისის მიერ მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების დროული შესყიდვა და მომარაგება;
** ახალი საგარეო მომწოდებლების მოძიება, საუკეთესო მომწოდებლების შერჩევა და სხვადასხვა დასახელების საქონლის/მომსახურების შესყიდვის უზრუნველყოფა კომპანიისათვის საუკეთესო პირობების მისაღებად;
** შესყიდვებთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება/შენახვა, მათ შორის ელექტრონული ვერსიების შენახვა - არქივარიზაცია;
** მომწოდებელთა ბაზის წარმოება და პერიოდული განახლება;
** ტვირთის იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა (კომერციული და ფინანსური ოპერაციები, ინფორმაცია შიდა ნორმატიული დოკუმენტების შესახებ, ინფორმაცია კომპანიის გეგმების შესახებ და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ დაკავშირებულია დამსაქმებელთან და მის კლიენტებთან);
** უშუალო ხელმძღვანელის და კომპანიის მენეჯმენტის დავალებების შესრულება, რომელიც შეიძლება არ იყოს აღწერილი სამუშაო აღწერილობაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** კომპანის შიდა ნორმატიული აქტების და ინსტრუქციების ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|