დასახელება:
პროფესიული განათლების მასწავლებელი - მეცნიერება და ტექნ.
|
მომწოდებელი:
პროფესიული კოლეჯი ბლექსი
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: პროფესიული განათლების მასწავლებელი (ინტეგრირებული ზოგადი მოდულისთვის "მეცნიერება და ტექნოლოგიები" - ფიზიკის მიმართულებით).
მისამართი - ბათუმი, ლერმონტოვის ქ. N92ა
თანამდებობრივი სარგო - 25 ლარი, 1 საათი
ადგილების რაოდენობა - 1
ფუნქციები: ინტეგრირებული ზოგადი მოდულის "მეცნიერება და ტექნოლოგიები" (ფიზიკის მიმართულებით) ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** ბაკალავრი სპეციალობით ფიზიკა ან/და მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული სპეციალობით ფიზიკა ან/და ფიზიკის დოქტორი.
** მოდულის შესაბამისი კომპონენტის (ფიზიკა) მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას ან/და საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია ან/და ინტეგრირებული ზოგადი მოდულის "მეცნიერება და ტექნოლოგიები" სწავლების მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება შემდეგი მიმართულებით: ფიზიკური მოვლენები.
** (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სწავლებასა და შეფასებაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს).
დამატებითი ინფორმაცია: ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.
კონკურსის ეტაპები:
** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@blacksea.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|