Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658793&print=yes&view=jobs
 
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული დისტრიბუტორი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი ამოცანები:

** ყოველდღიურად მიღებული შეკვეთების შესაბამისად განსაზღვრული პროდუქციის მითვლა და დატვირთვა
** დღის მანძილზე მარშრუტით განსაზღვრული შეკვეთების ობიექტზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება
** მიტანილი პროდუქციის ობიექტისთვის მითვლა და სისწორის დადასტურება
** ობიექტებიდან დაბრუნებული პროდუქციის ადგილზე მითვლა და საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტიდან თანხის აღების უზრუნველყოფა
** ავტომანქანის სისუფთავის და ტექნიკური გამართულობის მუდმივ რეჟიმში კონტროლი
** მოძრაობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობის B, C კატეგორია
** მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია