დასახელება:
განვადების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკის" შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
ვაკანსიის დასახელება: განვადების მენეჯერი
მომწოდებელი: Halyk Bank Georgia
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
განაკვეთი: სრული
განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები;
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი, როგორც წერილობით ასევე ზეპირად;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მოზიდვა
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია
** საკრედიტო განაცხადების დამუშავება/სესხის გაცემა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "განვადების მენეჯერი"
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; info@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
|
|
|
|