Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: Panchenko Caviar House
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კომპანია "Panchenko Caviar House" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე ქ. ქუთაისში (წყალტუბოს რ-ნი, ს. გეგუთი).

ჩვენ ვართ ქართულ-უკრაინული კომპანია. ვაშენებთ ზუთხს, ვაწარმოებთ ხიზილალას, რომელიც არის წარმოდგენილი აშშ-ში, კანადაში, მალაიზიაში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ლივანში და ომანში.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა/დაარქივება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა, (ელ-სასაქონლო ზედნადები, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება);
** ნედლეულისა და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება / კონტროლი (მათ შორის პროგრამული აღრიცხვა);
** საწვავის შესყიდვა, განაწილება, ნაშთის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება (ნავაჭრი თანხების მიღება, შესაბამისი გატარებების ასახვა პროგრამებში);
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** ხელფასების, მივლინებების და საქვეანგარიშო თანხების გაცემა და ასახვა პროგრამაში;
** ყოველდღიურად გადახდილი თანხების შემოწმება და შედარება პროგრამასთან;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
** ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, უქმე დღეებშიც უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ქართული და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Fina);
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Miscrosoft Word, Excel);
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობა და პროცესებში ჩართულობა, დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო პირობები:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო კვირა: 09:00-18:00; ორშაბათი-პარასკევი;
** ხელფასი შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე: Mikautadze.katya@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე