დასახელება:
მოლარე-ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სუშიკო
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
რესტორანი "სუშიკო", მდებარე კორნელი კეკელიძის 14 (ვერაზე), აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე
გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს
მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე 2 ვაკანსია, დღის და ღამის ცვლის.
სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს;
** დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას;
** გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება 1 სამუშაო 9-საათიანი ცვლის - 55 ლარი (net)
** დღის ცვლა არის 10:00-19:00 სთ და ღამის ცვლები არის 19:00-04:00 სთ
** ხელფასი ირიცხება საბანკო ანგარიშზე ან გაიცემა ხელზე თვეში ერთხელ თვის ყოველ პირველ რიცხვში.
სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება კვების ობიექტზე დელივერი მიმართულებით (გლოვოსთან და ვოლტთან პლანშეტებზე) მუშაობის სასურველია;
** სალარო აპარატზე მუშაობის მცირე გამოცდილება;
** დეტალებზე ყურადღება და დროის სწორედ გადანაწილება;
** მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სავალდებულოა.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება - მოლარე-ადმინისტრატორი დღის ცვლის ან მოლარე-ადმინისტრატორი ღამის ცვლის
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|