Робота для біженців з України
წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი
მომწოდებელი: ლეტერატო
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
"ლეტერატო" აცხადებს ვაკანსიას წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგის თანამდებობაზე.

წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების პედაგოგი მუშაობს 11 წლიდან 18 წლამდე მოზარდებთან შემდეგი ორი მიმართულებით:

1. ლიტერატურა და წიგნიერება - პედაგოგმა მოზარდებს უნდა მიაწოდოს "ლეტერატოს" პროგრამული მასალა. დააფიქროს პროგრამული ნაწარმოებების ღირებულებაზე, მათში წარმოდგენილ ძირითად იდეებსა და კონცეფციებზე, განუვითაროს ინტროსპექციისა და ემპათიის უნარები, დაეხმაროს წაკითხულის უკეთ გააზრებასა და რეალურ ცხოვრებაში ამ ინფორმაციის გამოყენებაში.
2. კრიტიკული აზროვნება - პედაგოგმა უნდა განავითაროს მოზარდებში თანმიმდევრული, ლოგიკური აზროვნების უნარები; არგუმენტების აგებისა და ოპონირების ტექნიკა მაღალი ეთიკური სტანდარტებით; მიაწოდოს ცოდნა სხვადასხვა ცნებებისა და წინააღმდეგობრივი საკითხების გარშემო "ლეტერატოს" პროგრამულ მასალაზე დაყრდნობით და შეასწავლოს ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნების გამოტანის ხერხები, ოპონენტთა პატივისცემა და იდეების გარშემო მსჯელობა.

მოთხოვნები:

** ინტერდისციპლინარული ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის, ფილოლოგიის ან ფილოსოფიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი
** მოზარდების ასაკისა და მათი განვითარების მიმართ ინტერესი
** სწავლების სურვილი და ინტერესი

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ემპათიის უნარი

მსურველმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: 2letterato@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე