დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
პრემიუმ მეტროპოლ ინკ
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
"Premium Metropol" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.
მისამართი: ბათუმი, შარტავას ქ. № 9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, დღიური მუშების მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის საჭიროების განსაზღვრა, მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** მუშა პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან/სამსახურთან;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00 (13:00-14:00 შესვენება)
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე infopmi@metropol.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 96 92 22
|
|
|
|