დასახელება:
საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის სტრატეგიის შექმნა და აღსრულება;
** სტრატეგიული ქვეყნების შესაბამისად საგანმანათლებლო საკონსულტაციო სააგენტოების კვლევა, მათთან პარტნიორობის ინიცირება და განვითარება;
** პარტნიორი სააგენტოების აქტივობების კოორდინაცია და მონიტორინგი;
** ვებინარებისა და ღონისძიებების (open days, Fam Trip) ორგანიზება/აღსრულება;
** კონკურენტების შესწავლა და შესაბამისი აქტივობების ინიცირება;
** ვიზიტები სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებში და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში მონაწილეობა;
** კომუნიკაციების სამსახურთან ერთად ინგლისურენოვანი პროგრამების საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულებაში ჩართულობა;
** სტუდენტური სერვისების გუნდთან ერთად სტუდენტებისთვის Pre-departure სესიების ორგანიზება და მათი დახმარება უნივერსიტეტთან და ქვეყანაში ადაპტაციის პროცესში;
** პოტენციური სტუდენტების ბაზების მართვა;
** პოტენციური სტუდენტებთან კომუნიკაციის ციკლის მართვა;
** საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვისა და მიღების სრული ციკლის დეტალური რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
** Microsoft office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების პრინციპებისა და სპეციფიკის ცოდნა;
** სასურველია საერთაშორისო პარტნიორებთან ან კულტურათაშორის გუნდებთან მუშაობის გამოცდილება;
** მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის გამართული უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ანალიტიკური უნარები;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|