Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658581&print=yes&view=jobs
 
ტენდერი გრაფიკული ვიდეორგოლების დამზადებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გრაფიკული ვიდეორგოლების დამზადებაზე
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
ასოციაცია "ანიკა" აცხადებს ტენდერს გრაფიკული ვიდეორგოლების დამზადებაზე

1. ინფორმაცია ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ

ასოციაცია "ანიკა" 1997 წელს დაარსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის დასახელება: "სამოქალაქო საზოგადოება - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი"

დონორი: ევროკავშირი
პროექტის პარტნიორი: ევროპის ფონდი
სამიზნე რეგიონები: გურია, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი

პროექტი ეხმიანება 2023-2026 წწ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წწ სტრატეგიებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.

2. შესასრულებელი სამუშაოს მიზანი

მომზადდეს 3 გრაფიკული ვიდეორგოლი, რომლებიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს, რა დადებითი შედეგები მოაქვს მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი მმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე წარმოაჩენს ჩართულობის არსებულ მექანიზმებს.

თითოეულ ვიდეორგოლს უნდა ჰქონდეს:

** სრული ვერსია (2-3 წუთი) დეტალური წარდგენით;
** მოკლე ვერსია (30 წამი) სოციალური ქსელებისთვის.

ვიდეო უნდა იყოს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ანიმაციისა და გრაფიკული ელემენტებით, ადაპტირებული სოციალური მედიის ფორმატებზე და სატელევიზიო ეთერისთვის.

3. ვიდეოების შინაარსი (გრაფიკული ვიდეო ფორმატი)

ვიდეო 1 - რა არის მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების და მონიტორინგის პროცესში? (აქცენტი კონტექსტსა და არსზე) მიზანი: აუდიტორიამ მარტივად გაიგოს, რას ნიშნავს ადგილობრივი თემის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა დადებითი შედეგები მოაქვს მას, მათ შორის, როგორ აუმჯობესებს მმართველობის ხარისხს.

ვიდეო 2 - როგორ ხდება ჩართულობა? (პროცესის ჩვენება) მიზანი: აუდიტორიამ გაიცნოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჩართულობის გზები და მათი გამოყენების შესაძლებლობები.

ვიდეო 3 - რატომ უნდა ჩაერთო? რა შეიცვლება შენი ჩართულობით? (მოწოდება მოქმედებისკენ) მიზანი: მაყურებლის მოტივირება, რომ თავად გახდეს პროცესის აქტიური მონაწილე.

4. ტექნიკური მოთხოვნები:

** ენები: ქართული სუბტიტრებით, აუდიო ქართულ ენაზე.
** ფორმატი: ვიდეოები უნდა იყოს გავრცელებადი როგორც სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, YouTube), ასევე სატელევიზიო სივრცეში.
** განხორციელების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში.
** დიზაინი: ბრენდინგის შესაბამისად (EU visibility guidelines).

5. მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს:

** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ (პორტფოლიო);
** მინიმუმ 3 შესრულებული ვიდეორგოლის ბმული (YouTube);
** მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღები);
** მომსახურების სრული ღირებულება დღგ-ს გარეშე.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 1 სექტემბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია