Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658559&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქოლცენტრის ოპერატორი.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტის სრული დაფინანსება
** + 5 day off
** Fit pass
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
სამუშაო ადგილი - თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N29, ან ალ. ყაზბეგის 15
ანაზღაურება - ფიქს. 1200 ლარი + კვარტლური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქოლცენტრში შემოსული ზარების მიღება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** არსებული პროდუქტის ზედმიწევნით ცოდნა;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიკაცია;
** მომხმარებლისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის ინფორმაციის დაზუსტების მიზნით;
** დაინტერესებული პირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია