Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658551&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნეოგაზი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
კომპანია "ნეოგაზი" ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის და თხევადი გაზის რეალიზაციით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კომპანია სადგურებზე მომხმარებელს ბუნებრივ და თხევად გაზთან ერთად ბენზინის და დიზელის საწვავს სთავაზობს. "ნეოგაზი" ფლობს 14 ავტო გაზგასამართ (მათ შორის 7 კომბინირებულ სადგურს) და 4 მოძრავ გაზგასამართ სადგურს. https://neogas.ge/ka/

ჩვენ ვაცხადებთ ბუღალტრის ვაკანსიას და ვეძებთ მოტივირებულ, პოზიტიურ თანამშრომელს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში სამუშაოდ. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, შრომისმოყვარე და გუნდური მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა:

სამუშაო ადგილი: თბილისი. ა. წერეთლის გამზ. #117
სამუშაო საათები: 9:30სთ-18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** ანაზღაურება: 1750 დარიცხული ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** თვის ბოლოს სადგურის მენეჯერებისგან გახარჯული მარაგების სიის მოთხოვნა და აღრიცხვა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ჩამოწერის აღრიცხვა;
** სამივლინებო ხარჯების აღრიცხვა;
** თანამშრომელთა მიერ ხელფასთან გათანაბრებული სარგებლის მიღების აღრიცხვა;
** კომუნალური ხარჯის დარიცხვა;
** საწვავის ხარჯების აღრიცხვა;
** სპეც ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** კომპეტენციის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel);
** აუცილებელი მოთხოვნა: საბუღალტრო პროგრამა 1C-ს ცოდნა;

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@neogas.ge და არ დაგავიწყდეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

მოგახსენებთ, შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით, დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან თავსებადობის დადგენისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით ორგანიზაცია წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს. კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ორგანიზაცია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოცულობით და მასშტაბით, რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის. მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.

შპს "გაზ ენდ პეტროლ კომპანი" პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტებით.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიაში ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთან, ინფორმაცია დამუშავდება კანდიდატის შემდგომ ვაკანტურ პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ ფოსტაზე - hr@neogas.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია