სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის (თურქულენოვანი) პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
** მონაწილეობას იღებს ასორტიმენტის საერთო სტრატეგიის განვითარებაში;
** პროდუქციის შესყიდვის და გაყიდვის პროცესების კონტროლი;
** უზრუნველყოფს შიდა გადაზიდვებს ისე, რომ არ შეიქმნას მარაგების დეფიციტი ან სიჭარბე;
** უზრუნველყოფს ახალი მომწოდებლების და ასევე პროდუქტების მოძიებას და მომწოდებელთა პორტფელის მართვას;
** იღებს მონაწილეობას ფასწარმოქმნის ანალიზში და პროდუქციის ფასების შემუშავებაში;
** აკონტროლებს მომწოდებლებთან შეთანხმებული, სახელშეკრულებო პირობების შესრულებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
** თურქული ენის სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პედანტურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 15 სექტემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი (თურქულენოვანი)".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|