დასახელება:
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Hotel West
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
სასტუმრო "Apart Hotel West" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით და ელფოსტით;
** ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და booking.com-ზე;
** სტუმრების სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული წერილების მიღება - პასუხი და კონტროლი;
** სტუმართან ანგარიშსწორების განხორციელება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბარი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი:სამ დღეში ერთხელ 3/1 ან 4/2 (4 დასვენების დღე / 2 სამუშაო დღე) ასევე შესაძლებელია მოლაპარაკება გრაფიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
** სამუშაო საათები: 18:00 - 09:00;
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hotelwest.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|