დასახელება:
მზარეული, სასტუმროსა და კაფის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო-კაფე ჰედი
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
მზარეული გვესაჭიროება!
შემოგვიერთდი და გახდი სასტუმრო-კაფე "ჰედი"-ს დიდი, მეგობრული გუნდის ნაწილი!
მდებარეობა: მცხეთა, მამულაშვილის 22
გრაფიკი: განიხილება როგორც სრული განაკვეთი, ასევე ცვლებში
ანაზღაურება: 2000 ₾
ჩვენთან მნიშვნელოვანია:
** გუნდურობა — ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთი ოჯახი
** კულინარიის გამოცდილება (კაფე/რესტორანში უპირატესობა)
** სისწრაფე და ხარისხზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობა და სისუფთავე
რას გთავაზობთ:
** მეგობრულ და შემოქმედებით გარემოს
** სტაბილურ ანაზღაურებას
** უფასო კვებას სამუშაო დროს
** პროფესიულ ზრდას და ახალი რეცეპტების გაცნობას
დაგვიკავშირდით: 599009025
გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია Messenger/WhatsApp-ზე
მოდი, ერთად შევქმნათ გემრიელი მომენტები და პოზიტიური განწყობა!
-------------------------------------------------
ვაკანსია - სასტუმროსა და კაფის მენეჯერი
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1500-2000 (გამოცდილებისა და უნარების მიხედვით)
ჩვენი შესახებ:
ჩვენ ვართ მცირე, მაგრამ განვითარებაზე ორიენტირებული 8 ოთახიანი სასტუმრო და კაფე, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს. ვეძებთ ადამიანს რომელიც იქნება მართვის წამყვანი ძალა.
პასუხისმგებლობები:
** სასტუმროს და კაფეს საერთო ადმინისტრაციული მართვა
** პერსონალის კოორდინაცია, სამუშაო განრიგის შედგენა და მოტივაცია
** ღონისძიებების ორგანიზება - ნათლობების, ქორწილების, დაბადების დღეებისა და სხვა კერძო შეკრებების დაგეგმვა და კოორდინაცია.
** სტუმრების დახვედრა, განთავსება, კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის ზედამხედველობა
** რეზერვაციების მართვა (Booking, Airbnb და სხვ.)
** კაფეს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და მარაგების კონტროლი
** ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა
** სტუმრების უკუკავშირის შეგროვება და გაუმჯობესების ინიციატივა
** მცირე ბუღალტრული აღრიცხვა (დღიური შემოსავლების კონტროლი)
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (სასტუმრო/კაფე უპირატესობაა)
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და სტუმარ-მასპინძლობის მოყვარული
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე მაინც)
** კომპიუტერული უნარები (Excel, Google Sheets, სასურველია PMS ან POS სისტემის ცოდნა)
** სტრესულ სიტუაციებში მოქმედების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დაგვიკავშირდით: 599009025
გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია Messenger/WhatsApp-ზე
მოდი, ერთად შევქმნათ გემრიელი მომენტები და პოზიტიური განწყობა!
|
|
|
|