დასახელება:
საქონლის მიმწოდებელი
|
მომწოდებელი:
ზოოსითი
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას საქონლის მიმწოდებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** დღის ბოლოს ობიექტებიდან მიღებული თანხის სალაროში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი;
** ასევე, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას, რომელიც უკავშირდება მის საქმიანობას.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა - სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 3 თვე- 1600 ლარი; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ - 1800 ლარი;
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00სთ;
სამუშაო დღეების რაოდენობა - 6 დღე
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: nini.bebia@zoocity.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|