Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658394&print=yes&view=jobs
 
დაცვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"კავკასიის ავტოიმპორტი", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს `კავკასიის ავტოიმპორტი` საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

https://cai.ge/

https://www.linkedin.com/company/caucasus-auto-import

"კავკასიის ავტომარკეტში" რუსთავში, დაცვის ოფიცერს ვეძებთ, რომლის ფუნქცია მოვალეობებშიც შევა:

** უსაფრთხოების პოლიტიკის, პროტოკოლისა და პროცედურების ზედმიწევნით შესრულება;
** ავტოსადგომზე პატრულირება და არსებული მანქანების უსაფრთხოების კონტროლი;
** შესაძლო ქურდობის ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია;
** კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დაფიქსირება;
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული ანგარიში უშუალო ხელმძღვანელთან;
** სამუშაო ოფისის/ფილიალის და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** სამუშაო დღის ბოლოს შიდა და გარე პერიმეტრის შემოწმება;
** საგანგებო სიტუაციებში ვიზიტორების, თანამშრომლებისა და შენობაში/პერიმეტრზე მყოფ სხვა პირთა დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა;
** მუდმივი რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან;

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/zolc

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი და კარგი სამუშაო გარემო. გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია