Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=658391&print=yes&view=jobs
 
პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
ცხადდება კონკურსი სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე.

შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარი თვეში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
სამუშაო საათები: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
** მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel, PowerPoint

დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** სამეცნიერო თანამდებობებზე კონკურსების დაგეგმვა/გამოცხადების სამუშაოების კოორდინაცია.
** არჩეულ სამეცნიერო პერსონალთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება-გაფორმება.
** განპირობებულ სტრუქტურულ ერთეულებში დამხმარე პერსონალის რეკრუტმენტის პროცესის ცალკეული ეტაპების - კანდიდატების მოზიდვა, აპლიკაციის წარდგენისა და შერჩევის პროცესების მართვა, კონტაქტის დამყარება აპლიკანტთან - სამუშაოთა კოორდინაცია, შერჩეულ კანდიდატთან/კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების მომზადება-გაფორმება.
** თსუ პერსონალის მონაცემთა ბაზაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის პერსონალის ჩანართში, შემოსავლების სამსახურის "დაქირავებულ პირთა რეესტრში", შეტანა/განახლება/დამუშავებაში მონაწილეობა;
** მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში უნივერსიტეტის წარმოჩენისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადება და წარდგენა დანიშნულებისამებრ ვადების დაცვით, თსუ სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და ვადებში მიწოდება.
** უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული რეგულაციების საფუძველზე პერსონალის საქმიანობის შეფასების იმპლემენტაციასა და შეფასებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობა.
** უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული პერიოდულობით, დამხმარე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების დაგეგმვაში, ადმინისტრირებაში, შედეგების დამუშავებასა და ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, პერსონალის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადებაში, ტრენინგის დაგეგმვა-ადმინისტრირებასა და განხორციელებული ტრენინგების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდა სამართლებრივი დოკუმენტების - შრომის შინაგანაწესი, დებულება, შრომითი ხელშეკრულება, სამუშაოს აღწერილობები და სხვ., შემუშავება/მოდიფიცირების პროცესში ჩართულობა (რეკომენდაციებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა).
** თსუ პერსონალის მიერ თსუ არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავება და მომთხოვნებზე მიწოდების უზრუნველყოფა.
** განპირობებული სტრუქტურული ერთეულებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმეების მომზადება, შემდგომი დამუშავების მიზნით, თსუ არქივისათვის გადასაცემად.
** მოქალაქეების მიერ და სხვადასხვა უწყებებიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო მასალის მოძიება, დამუშავება, მომზადება და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება.
** თსუ სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე ვადების დაცვით წერილობითი პასუხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.
** თსუ პერსონალისათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევა - მოთხოვნის შესაბამისად ცნობების დანიშნულებისამებრ წარსადგენად მომზადება, კონსულტაციების გაწევა მათთვის საჭირო საკითხზე კომპეტენციის ფარგლებში.
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით, დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოების განხორციელება.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დასაბუთების უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

აპლიკანტს მოეთხოვება: საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს, საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ", თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა (პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: თსუ წესდება, აკადემიური საბჭოს დადგენილებები და წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებები (პერსონალის სამსახურში მიღების წესი და პირობების, შრომის ანაზღაურების ოდენობის და პირობების განსაზღვრის და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხები)) ცოდნა.

აპლიკანტების მიერ დოკუმენტები გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 19 აგვისტოდან 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია)".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია