დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
Status Georgia
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
"Status Georgia" არის თანამედროვე, მაღალი სტანდარტების ავტო დითეილინგ სტუდია, რომელიც ემსახურება პრემიუმ სეგმენტს და უზრუნველყოფს მომსახურებას უმაღლესი ხარისხის მასალებითა და უახლესი ტექნოლოგიებით.
ჩვენი სერვისები მოიცავს:
** ავტომობილის პოლირებასა და ლაქის აღდგენას
** მინების პროფესიონალურ ჩამუქებას
** პეინტ-პროტექშენ (PPF) ფირის გადაკვრას
** ინტერიერის ღრმა ქიმწმენდას
** გარე და შიდა სრულყოფილ რეცხვას
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი პროფესიულად განვითარდება და მომხმარებელი მიიღებს გამორჩეულ მომსახურებას.
ღია პოზიციები:
1. მინების ჩამმუქებელი - სიზუსტით და პროფესიონალიზმით მინების ტონირების სამუშაოების შესრულება
2. პოლირების სპეციალისტი - საღებავის ზედაპირის აღდგენა, დაცვა და ბრწყინვალების მინიჭება
3. ავტომობილის მრეცხავი - ავტომობილის შიდა და გარე სრულყოფილი დასუფთავება, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვალიფიციური გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** დეტალებზე მაქსიმალური ყურადღება და ხარისხზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** დროის მართვის კარგი უნარი და დისციპლინა
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს
** სტაბილურ, გრძელვადიან დასაქმებას
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით (პირობები ინდივიდუალურად განიხილება კანდიდატთან)
** ყველა საჭირო სამუშაო ინსტრუმენტითა და მასალით უზრუნველყოფას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 571 19 18 19
მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 59
|
|
|
|