Робота для біженців з України
საოპერაციო რისკების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000- ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი http://www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: საოპერაციო რისკების მართვის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო მოვალეობები:

** ბიზნეს პროდუქტებთან/პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და რისკის სამიტიგაციო ზომებზე რეკომენდაციების შემუშავება.
** ახალი პროდუქტის/პროცესის დამტკიცების ციკლში მონაწილეობა და რისკების შეფასება.
** რისკების მიტიგაციის ღონისძიებების/სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** ვენდორის და აუთსორსული მომსახურების რისკების ანალიზი და შეფასება.
** ბიზნეს ერთეულების საოპერაციო რისკების მონიტორინგი
** RCSA - რისკების და კონტროლის თვითშეფასების წარმოება.
** რისკების მართვის შესახებ ცნობადობისა და კულტურის ჩამოყალიბების მხარდაჭერა;
** საოპერაციო ინციდენტების მართვა. გამომწვევი მიზეზების (ე.წ.) Root-Cause ანალიზის ჩატარება და რისკების სამომავლო მიტიგაციის გეგმის შემუშავება;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
** ცოდნა:
** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართალმცოდნეობის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook
** ინგლისური ენის B2 ცოდნა

გამოცდილება:

აუცილებელია საოპერაციო რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი 10:00 - 19:00 ორშაბათი - ხუთშაბათი, 10:00 - 17:00 პარასკევი

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საოპერაციო რისკების მართვის სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და

დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე