Робота для біженців з України
ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და დაზიანებული ავტომობილის შესაფასებლად სერვის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა;
** კომპანიის მომხმარებელთან შეხვედრა და დაზიანებული ავტომობილის შეფასებაში დახმარება;
** დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
** ავტომობილის შეკეთების პროცესის მონიტორინგი;
** კომპანიის შიდა პროგრამაში დავალებების მიღება და მათზე დროული რეაგირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო სერვისის პერსონალური ასისტენტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 სექტემბერი.

შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე