Робота для біженців з України
ექთანი კარდიოლოგიისა და თერაპიის მიმართულებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი კარდიოლოგიისა და თერაპიის მიმართულებაში
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი (კარდიოლოგიის და თერაპიის მიმართულებაში)

სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

სავალდებულოა:

** საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედეცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
** საექთნო პროცედურების შესრულება;
** ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
** პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება;
** ექთანთა უწვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ქირურგიის დეპარტამენტი). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 აგვისტო.

ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე